7/08/2009
იაკობ გოგებაშვილის კვირეული
1.პროექტის სახელი:იაკობ გოგებაშვილის კვირეული
2.პროექტის მოკლე აღწერა:იაკობ გოგებაშვილის შემოქმედების პრეზენტაცია სხვადასხვა სახით.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები შეისწავლიან იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებს.ამავე თემის ირგვლივ ჩაუტარდებათ საკონკურსო გამოკითხვა,ტესტირებები;მოეწყობა მოსწავლეთა ნახატებისა და ხელნაკეთების გამოფენა;მოეწყობა სასცენო ისცენირება (იაკობის მოთხრობის პერსონაჟების გაცოცხლება ორიგინალური ვერსიით.)
4.მოსწავლეთა ასაკი:6–9 წლამდე
5.ვადები:2–4 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:სწავლობენ იაკობის მოთხრობებს, ეძლევათ დავალებად (შესაძლოა საშინაოდ)მოთხრობების შინაარსის მიხედვით ნახატის ან ხელნაკეთის შექმნა.გაკვეთილზე სასურველია სპეციალურად მომზადებული ტესტების შესრულება, რომელიც ორიენტირებული იქნება ტექსტის შინაარსის დაწვრილებით ცოდნაზე.(უნდა ახსოვდეთ პერსონაჟის სახელები,მათი მოქმედებები დ ა.შ.)
7.სამუშაო ენა:ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული ენა, ხელოვნება, მუსიკა.
პროექტის ფასილიტატორი:თეა შენგელია.
შეფასების რუბრიკა დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის.
http://docs.google.com/View?id=dd332sd8_81fh659n6n
Подписаться на:
Сообщения (Atom)